მსოფლიოში ბევრ კომპანიას აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი ონლაინ მაღაზია სადაც ისინი ყიდიან საკუთარ პროდუქციას თუ მომსახურებას. დღეს უკვე მომხმარებლისთვის გაცილებით მარტივია ნახოს სასურველი პროდუქცია ვებ-გვერდზე და პირდაპირ შეუკვეთოს ვიდრე გაიაროს კილომეტრები ან თუნდაც გადავიდეს გზის მეორე მხარეს და მაღაზიაში იყიდოს სასურველი ნივთი.

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ გჭირდებათ თუ არა ონლაინ მაღაზია, გაეცანით 5 მიზეზთს თუ რატომ არის ონლაინ მაღაზია უმნიშვნელოვანესი თქვენი ბიზნესისათვის.

ივაჭრე ყველგან

ონლაინ მაღაზია არ არის ტრადიციული აგურით ნაშენები ოთახი რომელსაც ერთი ფიზიკური მდებარეობა აქვს, ეს გაძლევს შესაძლებლობას მიიღო შეკვეთები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ეს უფრო მოსახერხებელია

ონლაინ მაღაზია ხელმისაწვდომია მთელი დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოინახულოს თქვენი მაღაზია. 

მეტად მომგებიანი

ონლაინ მაღაზის შესაძლებელია ჰყავდეს 1000+ მომხმარებელი ერთდროულად რაც ბევრად გაზრდის თქვენს შემოსავალს

გაძლევთ მარკეტინგულ შესაძლებლობებს

ონლაინ მაღაზიის მოძიება მარტივია საძიებო სისტემებიდან (Google, Bing, Yahoo ...) ასევ შესაძლებლობა გაქვს იყიდოთ რეკლამა მინიმალურ ფასად და კიდევ უფრო გაზარდოთ ვიზიტორები საიტზე და რა თქმა უნდა გაყიდვები

მასშტაბური

მარტივია ონლაინ მაღაზიის განვითარება. კომპანიის ზრდასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მეტი პროდუქცია, დაამატოთ სხვადასხვა გადახდის სისტემები და უფრო მოსახერხებელი გახადოთ მაღაზია ფარტო აუდიტორიისათვის

 

ელექტრონული კომერცია ბიზნესს სთავაზობს შესაძლებლობების მთელ სპექტრს, დაწყებული მარკეტინგის შესაძლებლობებით, თქვენი პროდუქციის დიაპაზონის გაზრდით და დამთავრებული მეტი გაყიდვებით. ოპტიმიზირებული, კარგად განვითარებული ვებ-გვერდით შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ მიზანს.